ახალი ამბები
პატრულისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟების მობილიზება სადგურთან
სტალინის გამზირის დასაწყისში, რკინიგზის სადგურის სიახლოვეს ქუჩაში ნასვამ მამაკაცს დაეძინა.

ამის გამო, გამვლელებმა საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები გამოიძახეს.

შეტყობინების მიხედვით, ქუჩაში მოქალაქე ცუდად გახდა და ძირს დაეცა, რაც შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, არ დადასტურდა.

,,მოქალაქეებს ეგონათ, რომ მამაკაცი ცუდად იყო, ამიტომ გახდა სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ნასვამ მამაკაცს ეძინა" - აღნიშნავენ პრეს-სამსახურში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები