ახალი ამბები
ჯარიაშენთან არასრულწლოვანი რუსმა სამხედროებმა დააკავეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენთან ადგილობრივი მკვირდი მიხეილ ხუბულაშვილი დააკავეს და იმავე დღეს გაათავისუფლეს

ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრეს-სამსახური ადასტურებს.

17 წლის არასრულწლოვანი გამყოფი ხაზის სიახლოვეს ცხენით იმყოფებოდა.

ადგილობრივების განცხადებით, შემთხვევა გუშინ იმ ადგილზე მოხდა, სადაც ზაფხულში რუსმა სამხედროებმა ტექნიკით გზა გააკეთეს.

მიხეილ ხუბულაშვილის დაკავების ფაქტს ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის პრეს-სამსახურის წარმომადგენელი ჯერ არ გამოხმაურებია, თუმცა, დაუზუსუტებელი ინფორმაციით, ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

ნოემბრის თვის მდგომარეობით, გამყოფ ხაზთან დაკავებების რიცხვი უკვე 132 აღწევს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები