ახალი ამბები
ხაშურის კულტურის სახლის რეაბილიტაცია წლის ბოლომდე დასრულდება
ხაშურის საქალაქო კულტურის სახლის (ყოფილი რკინიგზის კლუბი) სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.

ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ხაშურის მუნიციპალიტეტიდან მიაწოდეს.

შენობა ათწლეულები არ გარემონტებულა. რეაბილიტაციის ფარგლებში ამჯერად შიდა სამუშაოები მიმდინარეობს.

კერძოდ, გამოიცვალა კარ-ფანჯარა, შენობაში შესასვლელი ჭერი, მუშავდება და იღებება კედლები, მოპირკეთდება კიბის საფეხურები, კეთილმოეწყობა პანდუსი.

შენობაში ასევე მიმდინარეობს ელექტროტექნიკური სამუშაოები. მოეწყო სველი წერტილები. შეკეთდება შენობის სახურავი, მოეწყობა გარე განათება.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შენობაში გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის სისტემების დამონტაჟდებაც. სამუშაოების შესრულებისთვის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 214 999 ლარი გამოყო.

აღნიშნული პროექტი 2016 წლის ბოლომდე დასრულდება.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები