ახალი ამბები
ხაშურელმა მოჭიდავეებმა საერთაშორისო ტურნირში საპრიზო ადგილები მოიპოვეს
სომხეთში ქალაქ არტაშატში 18-20 ნოემბერს ახალგაზრდებს შორის რ.გოლეთსიანის სახელობის მე-16 საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა თავისუფალ ჭიდაობაში.

აღნიშნულ ტურნირზე 74 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას ხაშურის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლის აღზრდილები, თორნიკე კვინიკაძე და ალეკო ლომიძე იცავდნენ.

I საპრიზო ადგილი 74 კგ წონით კატეგორიაში თორნიკე კვინიკაძემ დაიკავა, ხოლო III საპრიზო ადგილი 66 კგ კატეგორიაში ალეკო ლომიძემ მოიპოვა.

თორნიკე კვინიკაძე ტურნირზე წინა წლის ჩემპიონის სტატუსით იყო წარმოდგენილი.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები