ახალი ამბები
გორის თეატრში კომპოზიტორ გიორგი ცაბაძის საიუბილეო ხსოვნის საღამო გაიმართება
გორში დღეს, 30 ნოემბერს, ქართველი კომპოზიტორის გიორგი ცაბაძის გარდაცვალებიდან 30 წლისთავი აღინიშნება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ღონისძიება გორის თეატრში გაიმართება.

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ცნობა გორში კომპოზიტორის ვიზიტის შესახებ.

,,ქ. გორი გიორგი ცაბაძის უსაყვარლესი ადგილი იყო. 1984 წელს მას 60 წელი შეუსრულდა. ოცნებობდა, მეგობრებთან ერთად ეს იუბილე გორში გადაეხადა. ოცნება მხოლოდ ორი წლის შემდეგ აუხდა. ხალხით სავსე თეატრში სცენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ მომღერლები. საღამო სითბოთი და სიყვარულით იყო სავსე. ბოლო სიმღერა გოგი ცაბაძემ იმღერა... ზოგი ასეთ სიკვდილს ბედნიერებად თვლის, შეიძლება ეს მართლაც ასე იყოს. შემოქმედი ბოლომდე დაიწვა თავისი ხალხისათვის, და გულმაც მეტს ვეღარ გაუძლო. ეს მოხდა 1986 წლის 30 ნოემბერს. დარბაზში ჯერ ისევ ოვაციები ისმოდა, კულისებში გასულ ცაბაძეს კი გულმა მაინც უღალატა“.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები