ახალი ამბები
ცხინვალში მოქმედ პოლიტიკურ პარტიების წევრებს შორის ერთი და იგივე პირები ჩანან
ცხინვალში რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიების წევრებს შორის ერთი და იგივე პიროვნებები ჩანს.

ამის გამო დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის იუსტიციის სამინისტომ პარტიების წარმომადგენლები გააფრთხილა.

სამინისტრის ხელმძღვანელის არინა ქოქოევის განცხადებით, დარღვევების არაღმოფხვრის შემთხვევაში, პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლები დაჯარიმდებიან.

დაახლოებით სამი თვის განმავლობაში ცხინვალის სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენლები დამფუძნებლების და წევრების ვინაობას სწავლობდნენ.

,,თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თითო პარტიაში 500 წევრი მაინცაა, დარღვევების მასშტაბები არ არის დიდი" - აცხადებს ქოქოევი ოსურ მედიასთან.

გარდა ამისა, არინა ქოქოევის სტრუქტურა არკვევს იმასაც, თუ რამდენი გარდაცვლილი პირია შეყვანილი. 

როგორც ირკვევა, 2006 წლიდან პარტიული მონაცემები არ გადასინჯულა. ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის რეესტრში სულ 14 პარტიაა რეგისტირებული.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები