ახალი ამბები
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ყველაზე მეტი პრემია მარიამობას გაიცა
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2016 წლის აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში პრემიისა და დანამატის სახით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 98 510 ლარი გასცა.

ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მუნიციპალიტეტიდან გამოითხოვა.

პრემია და დანამატი საერთო სხვადასხვა რაოდენობის თანამშრომელზე ნაწილდება.

კერძოდ, აგვისტოს თვეში ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 142 თანამშრომელზე გაცემულია პრემია 87800 ლარის ოდენობით.

სექტემბრის თვეში მუნიციპალიტეტის გამგეობის 24 საჯარო მოხელეზე დანამატის სახით 7210 ლარი გამოიყო.

ოქტომბრის თვეში გამგეობის 14 თანამშრომელზე გაცემულია დანამატი 3500 ლარი.

 

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები