ახალი ამბები
დასახლებულ ტერიტორიებთან ახლოს მგლები მომრავლდა
გორისა და კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებთან ახლოს მგლების მომრავლებაზე ჩივიან.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივებმა განუცხადეს.

მათი თქმით, გორი-კასპის შიდა სარაიონოთაშორისო მთავარი მაგისტრალის გასწვრივ ერთერთი ავტომანქანა მგელს კავთისხევი-ახალქალაქის გზაზე  გადარბენისას დაეჯახა.

,,ჯგუფად დადიან, ერთ ჯგუფში 3 ან 4 მგელია და ღამის საათებში ფეხით გავლა სახიფათოა." - აცხადებს მოსახლეობა.

მგლები სოფელ დოესი-ქვახვრელის მონაკვეთზეც ნახეს. ეს ის ადგილებია, სადაც ფერმებია.

სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს სოფელ კავთისხევში მგელმა 30 სული ცხვარი დაგლიჯა. ამის გამო, ადგილობრივებმა მგელზე ნადირობის უფლების მიღება მოითხოვეს.

კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის ბრძანებით,  მონადირეს სეზონზე 20 მგელის მოკვლის უფლება მიეცა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები