ახალი ამბები
ზედამხედველობის დეპარტამენტმა სოფელ გვერძინეთიდან საშეშე მერქანი ამოიღო
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს შიდა ქართლის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ზედამხედველობის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან მიაწოდეს.

ქარელის რაიონის სოფელ გვერძინეთში გაჩერებული ავტომანქანის ძარაზე განთავსებული იყო 6,4 მ3 წიფლის და 0,4 მ3 ნაძვის სახეობის საშეშე მერქანი.

შედგა შესაბამისი ოქმი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები