ახალი ამბები
კასპის მუნიციპალიტეტში სამი ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს
კასპის მუნიციპალიტეტში სამი ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს.

ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრ კასპის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

კასპის #1 საჯარო სკოლის დემონტაჟის შემდეგ, ახალი მშენებლობა დაიწყო.

სკოლაში ამჟამად ფუნდამენტის სამუშაოები მიმდინარეობს. სამშენებლოს სამუშაოებს შპს "თბილი სახლი" ახორციელებს. პროექტის ღირებულება შეადგენს 6 006 910 ლარს.

სოფელ ხოვლეში სკოლის შენობაზე, ახალი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს.

მშენებლობის პროცესში 2017 წელს სოფელ ხოვლეს საშუალო სკოლას, სპორტული მოედანი და ექვსი საკლასო ოთახი დაემატება. სამშენებლო სამუშაოებს შპს "ბლოკ ჯორჯია" ახორციელებს. პროექტის ღირებულება შეადგენს 2 500 000 ლარს.

ახალი სკოლის შენება სოფელ თვალადშიც დაიწყო, სადაც ავარიული სკოლა საშიშროების შემცველი იყო.

კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მოვალეობის შემსრულებლელი რუსუდან მიგრიაული შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან აცხადებს რომ, კასპის მუნციპალიტეტში არსებული 29 სკოლიდან ყველაზე სავალალო მდგომარეობაში, კოდისწყაროს და წინარეხის საბაზისო სკოლები რჩება.

,,კოდისწყაროს სკოლაში სულ 26, ხოლო წინარეხის სკოლაში 15 მოსწავლე სწავლობს. განათლების და მეცნიერების სამინისტრო მუშაობს აღნიშნული სკოლების სარიაბილიტაციო პროექტების შემუშავების საკითხზე. ,,მილენიუმის“ პროგრამის ფარგლებში, სოფელ ოკმის საჯარო სკოლას ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები, ხოლო კავთისხევის საჯარო სკოლაში მიმდინარე სამუშაოები გაზაფხულზე დასრულდება.“- აცხადებს, კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მოვალეობის შემსრულებელი, რუსუდან მიგრიაული.

მშენებარე სკოლების მიმდინარე სამუშაოები, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელმა მერაბ ჭონიაშვილმა დაათვალიერა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები