ახალი ამბები
გორის გამგეობის ადმინისტრაცია გამგებლის გადადგომის ფაქტს უარყოფს
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაცია გამგებლის გადადგომის შესახებ ინფორმაციას უარყოფს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგეობის ადმინისტრაციის უფროსმა ანა ლაფაჩმა განუცხადა.

მისი თქმით,  ერთერთი ადგილობრივი ტელევიზიით დაუზუსტებელი ინფორმაცია გავრცელდა.

,,რის საფუძველზე გავიდა ეს ინფორმაცია, ჩემთვის გაუგებარია. ჩვენმა პრეს-სამსახურმაც დამირეკა და ფაქტს უარვყოფთ" - აცხადებს ანა ლაფაჩი.

ჩვენს კითხვაზე, ესაუბრა თუ არა თავად გამგებელს, ანა ლაფაჩისგან უარყოფითი პასუხი მივიღეთ. გამგებლის დავით ონიაშვილის წერილობითი განცხადება ადმინისტრაციაში არ შესულა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები