ახალი ამბები
კოტე თავზარაშვილი: ,,გამგებელს გადადგომის თაობაზე ჩვენთვის არ მოუმართავს"
გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის გადადგომის თაობაზე ინფორმაციას რაიონის საკრებულოში არ ფლობენ.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი საკრებულოს თავმჯდომარეს, ფრაქცია ,,ქართული ოცნების" ხელმძღვანელს და ,,ქართული ოცნების" შტაბის აღმასრულებელი მდივანი ესაუბრა.

საკრებულოს თავმჯდომარე კოტე თავზარაშვილი ამბობს, რომ გადადგომის თაობაზე გამგებელს საკრებულოსთვის წერილობით უნდა მიემართა.

,,ჩვენთან მსგავსი არაფერი შემოსულა" - აცხადებს კოტე თავზარაშვილი.

ფრაქცია ,,ქართული ოცნების" ხელმძღვანელი კობა ბერიანიძეც ამბობს, რომ გამგებლის გადადგომის თაობაზე არაფერი გაუგია.

,,ქართული ოცნების'' რაიონული ორგანიზაციის შტაბის უფროსი გელა კაპანაძე აცხადებს, რომ გამგებელი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

,,საიდან გავრცელდა ეს ინფორმაცია ჩემთვის უცნობია" - აცხადებს გელა კაპანაძე, რომელიც ამავე დროს საკრებულოს წევრია. 

დღეს საღამოს ადგილობრივი ტელეკომპანიების საინფორმაციო გამოშვებების მთავარი თემა, წყაროს მითითების გარეშე, გამგებლის გადადგომის ფაქტის გახმაურება იყო.  

გამგებლის გადადგომა გამგეობის ადმინისტრაციის უფროსმა ანა ლაფაჩმაც უარყო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები