ახალი ამბები
გია წვერავა: ,,გამგებელი დღეს არ გამოჩენილა"
გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის გადადგომის თაობაზე ინფორმაციას პირველი მოადგილე გია წვერავა არ ფლობს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ის მას შემდეგ ესაუბრა, რაც გამგებლის გადადგობის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი ტელევიზიებით გავრცელდა.

საინფორმაციო გამოშვებებში დავით ონიაშვილი ,,გავრცელებული ინფორმაციის" მითითებით გადადგა.

გამგებლის გადადგომას საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების" ხელმძღვანელი და პარტია ,,ქართული ოცნების" რაიონული ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანიც არ ადასტურებენ.

გადადგომას გამგეობის ადმინისტრაციის უფროსიც უარყოფს.

,,დღეს სამსახურში არ გამოჩენილა, არც მისაუბრია მასთან. არ ვიცი, რა ხდება" - აცხადებს გია წვერავა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები