ახალი ამბები
პრეს-სამსახური - "გორის გამგებელი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს"
გორის მუნიციპალიტეტის გამგებელს თანამდებობა არ დაუტოვებია.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს  გამგებლის პრეს-სამსახურში განუცხადეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის, ნათია მდინარაძის განცხადებით, დავით ონიაშვილი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

,,ადგილობრივმა ტელეკომპანიებმა გუშინ გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს დავით ონიაშვილმა თანამდებობა დატოვა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. საიდან მოიტანეს აღნიშნულმა ტელეკომპანიებმა ეს ინფორმაცია არ ვიცი" - გვეუბნება მდინარაძე.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები