ახალი ამბები
1000 უფროსკლასელს ფინანსების შესახებ ლექციას ჩაუტარებენ
1000 უფროსკლასელი მოსწავლე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ლექციას თემაზე ,,ფული, ფინანსები და მათი გავლენა ეკონიმიკაზე" მოისმენს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, პროექტი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ფინანსდება და მასში ეროვნული ბანკიც მონაწილეობს.

მემორანდუმს ხელი დღეს მოაწერეს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ფინანსური განათლების ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ მომხმარებლებისთვის, არამედ ფინანსური სექტორისა და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისთვის.

„ფინანსური განათლების შედეგად მომხმარებლები იღებენ პრაქტიკულ ცოდნასა და უნარებს გონივრული ფინანსური გადაწყვეტილების მისაღებად, მათ შორის, ფულის სესხებასთან, დაზოგვასთან და სხვა საკვანძო ფინანსურ საკითხებთან მიმართებაში. ფინანსური ინსტიტუტები კი იღებენ ინფორმირებულ მომხმარებლებს, რაც მათთვის შემცირებულ რისკებს გულისხმობს. სასურველია, რომ ფინანსური განათლება ადრეული ასაკიდან დაიწყოს. სწორედ ამიტომ ვახორციელებთ ამ ძალიან მნიშვნელოვან საგანმანათლებლო პროექტს რეგიონების სკოლის მოსწავლეებისთვის”, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები