ახალი ამბები
ევროპის ჩემპიონატზე კარატეში ქართველმა სპორტსმენებმა ჩვიდმეტი საპრიზო ადგილი მოიპოვეს
პოლონეთის ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატში კიოკუშინკაი კარატეში, ოქროსადა და ვერცხლის მედლები შიდა ქართლიდან სპორტსმენებმა, გიზო ომაძემ და შალვა სეთურიძემ მოიპოვეს.

26-27 ნოემბერს, პოლონეთის ქალაქ ვალბრაზიხში გამართულ ევროპის შემპიონატზე, სადაც 430 სპორტსმენი 15 ქვეყნიდან იღებდა მონაწილეობას, ქართველებმა საუკეთესო მაჩვენებელი აჩვენეს და გუნდებს შორის პირველი ადგილი დაიკავეს.

საქართველოს ფედერაციდან მონაწილეობას ევროპის ჩემპიონატზე 20 სპორტსმენი იღებდა, მადგან 17-მა საპრიზო ადგილი მოიპოვა.

ქალაქ გორში მაცხოვრებელი გიზო ომაძე პირველი ადგილის მფლობელი გახდა და ოქროს მედლით დაჯილდოვდა, ხოლო ქალაქ კასპში მცხოვრები შალვა სეთურიძე, რომელიც საქართველოს ორგზის პირველი ადგილის მფლობელია, ვერცხლის მედალოსანი გახდა.

საქართველოს ფედერაციის მწვრთნელი, კიოკუშინკაი კარატეში, გოჩა კაკაბაძე, გიზო ომაძეზე და შალვა სეთურიძეზე დიდ იმედებს ამყარებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები