ახალი ამბები
ტინისხიდთან ანკესზე გამობმული სახლართი ტიპის ბადით თევზაობდნენ
გორის რაიონის სოფელ ტინისხიდის მიმდებარედ, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოქალაქე ანკესზე გამობმული სახლართი ტიპის ბადით თევზაობდა.

აღნიშნული ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფოტოზე დააფიქსირეს.

შიდა ქართლის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლების განცხადებით, ანკესზე გამობმული სახლართი ტიპის ბადით თევზაობა უკანონო თევზჭერას წარმოადგენს.

ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან მიაწოდეს. შედგა შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმი და რეაგირებისთვის სასამართლოს გადაეცემა.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები