ახალი ამბები
ხაშურში მსახიობ მურმან ჯინორიასა და ცნობილი მომღერლების მონაწილეობით წარდმოდგენები გაიმართა
ხაშურის სამუსიკო სკოლის დაბაზში, მურმან ჯინორიას და ლაშა ღლონტის ერთობლივი საღამო გაიმართა.

ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმციო ცენტრს მუნიციპალიტეტიდან მიაწოდეს.

შეხვედრას ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა და განათლების, კულტურის და სპორტის სამსახური მასპინძლობდა.
მომღერალმა ლაშა ღლონტმა ყველასთვის კარგად ცნობილი და სპეციალურად მისთვის შექმნილი სიმღერები შეასრულა.

მურმან ჯინორიას გამოსვლა ხაშურზე თბილი მოგონებებით დაიწყო, შემდეგ კი მსახიობმა მონო სპექტაკლი „ქარი მწყურია მე პირდაპირი“ წარმოადგინა. მსახიობმა, ასევე, რამდენიმე ცნობილი ლექსი წაიკითხა.

საღამო მუსიკალურ სკოლაში 4 დეკემბერს გაიმართა, რომელიც ადგილობრივ ბიუჯეტს 4 000 ლარი დაუჯდა.

მუნიციპალიტეტისვე მოწვევით 2 დეკემბერს ხაშურს ცნობილი გიტარისტი თემურ ყვითელაშვილი სტუმრობდა.

ვირტუოზი შემსრულებელი, სოლო კონცერტით პირველად წარსდგა ხაშურელი მსმენელის წინაშე.

მუსიკოსმა ცნობილი და ახალი კომპოზიციების შეასრულა.

9 დეკემბერს კი ფოლკლორული საღამო გაიმართება, რომლეშიც მონაწილეობას ანსამბლები „დიდგორი“ და „ნანინა“ მიიღებენ.

გიტარისტისა და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები მუნიციპალიტეტს 7 839 ლარი დაუჯდა.

საბოლოო ჯამში სამი კონცერტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 11 839 ლარი გამოიყო.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები