ახალი ამბები
სამედიცინო მომსახურების ხარისხი პრობლემებისა და მოთხოვნების ფონზე
გადაცემის თემაა ექიმთა კვალიფიკაცია, სამედიცინო განათლების სისტემაში არსებული პრობლემები, ექიმთა და პაციენტთა უფლებები და სამედიცინო აპარატურის გამართულობა.

სამედიცინო მომსახურების შედეგად დაზარალებული პაციენტები ზოგჯერ სიმართლის დადგენასა და ექიმის დასჯას მოითხოვენ. კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ როგორც ექიმთა კვალიფიკაციას და კომპეტენციას, ასევე სამედიცინო დანადგარების გამართულებობას, რამაც ზუსტი დიაგნოსტიკა უნდა უზრუნველყოს. თუმცა, მედპერსონალის ვალდებულებების გვერდით მათი უფლებების საკითხიც დგება. ზოგ შემთხვევაში ექიმები პაციენტთა მხრიდან უსაფუძვლო ბრალდებებზე საუბრობენ.

თავის მხრივ ექიმის და პაციენტის ურთიერთობის დასარეგულირებლად არსებობს კანონი და მუშაობს სახელმწიფო რეგულირების სააგენტო.
სამედიცინო სფეროს საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოება ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მაღალი ხარისხის ჯანდაცვის უზრუნველყოფა და ჯანმრთელობის სფეროში ადამიანური რესურსების განვითარება ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაა.

აღნიშნულ საკითხებზე საუბრობენ გადაცემის სტუმრები. "ქუთაისიპოსტის სტუდია“ წარმოგიდგენთ მორიგი გადაცემის ჩანაწერს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები