რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი მარატ კულახმეტოვი
ცხინვალში დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა
სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.
პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, დე-ფაქტო მინისტრ მურად
ჯიოევთან კულახმეტოვმა ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდის საკითხები
განიხილა.
ჟენევის 38-ე მოლაპარაკება 13-14 დეკემბერს გაიმართება.
კულახმეტოვი ცხინვალში პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და რუსეთის
საელჩოს წარმომადგენლებსაც შეხვდა.
იგი, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და მანამდეც, ცხინვალში
დისლოცირებულ რუსეთის სამშვიდობო ძალებს მეთაურობდა.
ჟენევაში 2008 წლიდან ქართულ-აფხაზურ-ოსურ მხარეებს შორის ჰუმანიტარულ
საკითხებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მას რუსეთის, ამერიკის,
ევროკავშის, ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლებიც ესწრებიან.
ჟენევის მოლაპარაკებების დროს კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებსაც
განიხილავენ.
სტატიის გამოყენების პირობები