კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გარიყულაში სასმელი წყლისა და სათავე
ნაგებობის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კასპის
მუნიციპალიტეტიდან მიაწოდეს.
სამუშაობისთვის თანხა 34 964 ლარი ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან“
გამოიყო. მუშობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს
,,თბილსათბობმშენი“ ახორციელებს.
პროექტით გათვალისწინებულია გაბიონის და დრენაჟის მოწყობა,
რკინაბეტონის ჭების რგოლების და პერფორირებული მილის ჩადება, სათავე
ნაგებობის შემოღობვა და სხვა სამუშაოები.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის თქმით, სოფელ გარიყულაში
სარეაბილიტაციო სამუშაოები დეკემბრის თვეში დასრულდება და მოსახლეობა
სასმელი წყლის დამატებით რესურსს მიიღებს.
სტატიის გამოყენების პირობები