ახალი ამბები
,,ომონის" წარმომადგენლებმა ცხინვალში 21 წლის ახალგაზრდა სცემეს
ცხინვალში, სასტუმრო ,,ალანიის" წინ, 21 წლის ახალგაზრდა ,,ომონის" წარმომადგენლებმა 27 ნოემბერს სცემეს.

ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო მთავრობის გენერალური პროკურატურის პრეს-სამსახური ავრცელებს.

პრეს-სამსახურის ცნობით, ნაცემი ახალგაზრდა საავადმყოფოში სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით მოათავსეს.

დე-ფაქტო ხელისუფლების შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციელებმა ახალგაზრდა სასტიკად სცემეს.

გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც სოციალურ ქსელში ცემის ამსახველი ვიდეო გავრცელდა. ვიდეო-მასალის მიხედვით, კამათი სიტყვიერი დაპირისპირებით იწყება.

მოულოდნელად ,,ომონის" წარმომადგენელს ცხინვალელი ახალგაზრდა სახეში ურტყავს, რასაც, საპირისპიროდ, მისი ცემა მოჰყვა.

პროკურატურის ცნობით, ,,ომონის" მხრიდან იარაღის გასროლასაც ჰქონდა ადგილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები