ახალი ამბები
ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი სიმონ ნოზაძე საჯარო სკოლებს ესტუმრა
დღეს, ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სიმონ ნოზაძემ ხაშურის რამდენიმე საჯარო სკოლა მოინახულა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროდან აცნობეს.

ბიუროს წარმომადგენლის ცნობით, ნოზაძესთან ერთად, პარლამენტის განათლების კომიტეტის ხელმძღვანელი მარიამ ჯაშიც იმყოფებოდა.

სტუმრებს ადგილზე მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გურასპაშვილი დახვდა.

სიმონ ნოზაძის განცხადებით, უახლოეს ხანებში დიმიტროვის სახელობის ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობის რეაბილიტაცია განხორციელდება, სადაც პროფესიული სასწავლებელი განთავსდება

რაც შეეხება პირველ და მეოთხე საჯარო სკოლებს, აქ შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები