ახალი ამბები
ქარის ელექტროსადგურმა 2 კვირაში მილიონ 700 ათასი კილოვატი ელექტროენერგია გამოიმუშავა
გორში ქარის ელექტროსადგურმა 2 კვირაში მილიონ 700 ათასი კილოვატი ელექტროენერგია გამოიმუშავა,- ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტს" "ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ თორნიკე ყაზარაშვილმა განუცხადა.

თორნიკე ყაზარაშვილის ცნობით, ამ ოდენობის ელექტროენერგია ქარის ელექტროსადგურმა 15 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით გამოიმუშავა. დეკემბრის მაჩვენებელი დათვლილი ჯერ არ არის.

ამჟამად ქარის ელექტროსადგური სატესტო რეჟიმში მუშაობს და მისი ექსპლუატაციაში შესვლა დეკემბრის მეორე ნახევარში იგეგმება. თუმცა, როგორც თორნიკე ყაზარაშვილი განმარტავს, ამ პროცესის შემდეგ ელექტროენერგიის გამომუშავების ზრდა მოსალოდნელი არ არის.




Print

სტატიის გამოყენების პირობები