ახალი ამბები
პოლიციამ გორში ტროტილი, ავტომატები და ყუმბარმტყორცნები ამოიღო
პოლიციამ, გორში, ერთერთი მოქალაქის საცხოვრებელი ადგილიდან, 3 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 453 გრამი ტროტილი, 1 ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი და ლითონის ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოიღო.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შს სამინისტროს პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, ჩხრეკისას, ასევე, 4799 საბრძოლო ვაზნა და 2 ცეცხლგამტარი ზონარი ნახეს.

ოპერაცია შსს-ს თბილისის და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ჩაატარეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).
Print

სტატიის გამოყენების პირობები