„კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრთან“ არსებული სამოქალაქო
აქტივიზმის ცენტრის მოხალისეებმა და ცენტრის ბენეფიციარებმა ქარელის
კულტურის სახლში საღამო გამართეს.
ღონისძიება შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა. 3
დეკემბრიდან 10 დეკემბრამდე კვირეული მიმდინარეობს.
ღონისძიებაზე ბენეფიციარებმა წაიკითხეს ლექსები, ასევე შესრულდა
საესტრადო, ქორეოგრაფიული და სამეჯლისო ნომრები.
მოეწყო გამოფენა-გაყიდვა, სადაც წარმოდგენილი იყო შშმ პირების მიერ
დამზადებული სამკაულები და სხვადასხვა სუვენირები.
სტატიის გამოყენების პირობები