ახალი ამბები
გორის გამგეობა: ,,ამ დროისთვის ტრანსპორტით გადაადგილება ყველა მიმართულებით შესაძლებელია"
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ამ დროისთვის ტრანსპორტით გადაადგილება ყველა მიმართულებით შესაძლებელია.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგეობის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

გვიან ღამით გორის მუნიციპალიტეტში უხვ თოვლს დაბალი ტემპერატურა და ქარიც დაემატა, რამაც, ავტომობილების თავისუფლად გადაადგილებას საფრთხე შეუქმნა. უამინდობა ამ დრომდე გრძელდება.

,,მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა ტექნიკა გზების გასაწმენდად, განსაკუთრებით რთული მდგომარეობა იყო ბოშურის, ზეღდულეთისა და ვარიანის მიმართულებით, თუმცა შევძელით, რომ გზები თოვლის საფარისგან გაგვეწმინდა და ტექნიკური მარილი დაგვეყარა. მობილიზებულები ვართ და ვმუშაობთ 24 საათიან რეჟიმში, მარილის მარაგიც საკმარისი გვაქვს და ყველანაირად ვეცდებით, რომ ზამთრის ამ ყინვიან და თოვლიან ამინდს გავუმკლავდეთ.“- განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსხურის უფროსმა ტარიელ მაისურაძემ.

სოფლებში შესაბამისი ტექნიკა ღამის 12 საათიდან მუშაობს და გზებს თოვლის საფარისგან ასუფთავებს, იყრება ტექნიკური მარილი. 

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები