ახალი ამბები
გორის რაიონის გამგებელმა ევროპის ფონდში პირველი პროექტი შეიტანა
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ელკის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელებმა ევროპის ფონდში პირველი საპროექტო განაცხადი შეიტანეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის გამგეობიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, შეხვედრა პოლონეთში გაიმართა, სადაც ორმა დაძმობილებულმა ქალაქმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გააფორმა.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ელკის სამხარეო ადმინისტრაციაში იმყოფება.

პრეს-სამსახურის ცნობით, პოლონური და ქართული მხარეების თანამშრომლობის ფარგლებში, დაგეგმილია სხვადასხვა მასშტაბური პროექტები, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობების, რეგიონის გუბერნიისა და ევროკავშირის ფონდებიდან დაფინანსდება.

შეხვედრაზე სამხარეო ადმინისტრაციის ხლმძღვანელმა მარეკ ჰოინოვსკიმ აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე გორის მუნიციპალიტეტი არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მაგალითი, რომელიც ევროპასთან აქტიურად თანამშრომლობს.

„ელკის გამგეობისა და გორის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის შედეგად, მოხდა პირველი საპროექტო განაცხადის შეტანა ევროკავშირის ფონდში, პროექტის სახელსაც გავაჟღერებთ, ეს არის პროექტი „კრეატიული ევროპა“- განაცხადა ელკის გამგებელმა მარეკ ჰოინოვსკიმ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები