ახალი ამბები
ვერხვების დასახლებაში ახალი პოლიკნილიკა გაიხსნა
გორში, ვერხვების დასახლებაში თანამედროვე სტანდარტების პოლიკლინიკური ტიპის სამკურნალო–დიაგნოსტიკური ცენტრი გაიხსნა.

სამედიცინო ცენტრში იფუნქციონირებს ლაბორატორია, რენტგენისა და ექოსკოპიის კაბინეტი. კლინიკაში პაციენტები ისარგებლებენ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სადაზღვეო მომსახურებით.

პრეზენტაციას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა შიდა ქართლის რწმუნებულ–გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე.

"ახალი კლინიკა საშუალებას მისცემს მოსახლეობას, მიიღონ კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება, ასევე გაჩნდება დამატებითი სამუშაო ადგილები და ეს მნიშვნელოვან როლს ითამაშებს გორის და ზოგადად, რეგიონის განვითარებისთვის" – აღნიშნა გუბერნატორმა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები