ამერიკულ ტერმინალზე კონტროლის გამკაცრების გამო, ნებისმიერი სახის
იარაღის დეტალისა და აქსესუარის გამოგზავნა კატეგორიულად
აიკრძალა.
ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ,,ონლაინ ექსპრესის"
ადმინისტრაციამ მომხმარებლებს აცნობა.
ადმინისტრაციის ცნობით, მათ შორის, აიკრძალა ოპტიკური სამიზნის
გაგზავნაც.
კომპანია მომხმარებლებს მიმართავს თხოვნით, რომ ამერიკული საწყობის
მისამართზე ზემოთ აღნიშნული შიგთავსის მქონე ამანათები არ
გაგზავნონ.
,,წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას როგორც
მის გადმოზიდვაზე, ასევე გამყიდველისათვის უკან დაბრუნებაზე" -
აღნიშნულია განცხადებაში.
სტატიის გამოყენების პირობები