ახალი ამბები
ლავრისხევის ბალახეული ჩაი კასპის რაიონიდან
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლავრისხევში კოოპერატივი ,,კონა" 2014 წელს შეიქმნა, სადაც 5 წევრია გაერთიანებული.

ისინი 12 სახეობის ჩაის აწარმოებენ, მათ შორისაა, 9 კომბინაცია, რომელიც ქართველი და ფრანგი ფიტოთერაპევტების დახმარებით დამზადდა.

კოოპერატივ „კონას“ თავმჯდომარის ნატალია ფარცხალაძის განცხადებით, ნედლეულად სოფელ ლავრისხევში მათ მიერ მოყვანილი და შეგროვილი მცენარეები, ასევე, სხვა კოოოპერატივების მიერ წარმოებული ჩაია გამოყენებული.

,,სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტოს მიერ ხორციელდება სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამები, რომლის ფარგლებშიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს და მათ შორის კოოპერატივ „კონას“ აქვს საშუალება განავითაროს თავის წარმოება" - აცხადებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე.

„კონას“ საწარმოს აღჭურვა და კოოპერატივის ბრენდირება განხორცილდა ოქსფამისა და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ მეშვეობით საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ფარგლებში.

დღეისათვის საქართველოში 1633 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული, მათ შორის 124 შიდა ქართლის რეგიონში.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები