გორში, წმინდაწყლის ხიდზე, 45 წლამდე ასაკის მამაკაცის დასახმარებლად
სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.
პიროვნებას, რომელსაც უსაფრთხოების დაცვის კომპანია ,,ალგანის"
ემბლემიანი ქურთუკი ეცვა, პირველად სამედიცინო დახმარებას
საავადმყოფოში გაუწევენ.
ადგილზე საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები
მივიდნენ.
ვიზუალური დათვალიერებით მამაკაცი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ
იმყოფებოდა. 112-ზე ზარი მოქალაქისგან შევიდა.
თვითმხილველების თქმით, მამაკაცი ხიდზე ძირს იწვა.
სტატიის გამოყენების პირობები