ახალი ამბები
ხვალ გორის თეატრში პრემიერა გაიმართება
გორის თეატრში 11 დეკემბერს პრემიერაა.

1 წლიანი პაუზის შემდეგ, მაყურებელს, მესამე სივრცეში, თემურ ჩხეიძის სახელოსნოსა და სამეფო უბნის თეატრის პროექტს წარუდგენენ.

სცენაზე წარმოდგენილი იქნება დენის კელის "ობლები", რომლის რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი თათა პოპიაშვილია.

ინგლისურიდან თარგმნა გურამ ღონღაძემ; მხატვარი - ბარბარა ასლამაზაშვილი; ტექნიკური რეჟისორი - ნინო გოჩიაშვილი

მონაწილეობენ: სოფი მაიერი, სოსო მგალობლიშვილი, შოთა ხანჯალიაშვილი. ერთ მოქმედებად. ასაკობრივი შეზღუდვა 12+
Print

სტატიის გამოყენების პირობები