ხაშურის მე-6 საჯარო სკოლაში შოთა რუსთაველის 850 წლისთავისადმი
მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციის მონაწილეებმა ერთობლივი დოკუმენტიც შეიმუშავეს, რომლითაც
საქართველოს პრემიერ მინისტრს, პრეზიდენტს და პარლამენტის
თავმჯდომარეს მიმართეს და საქართველოში რუსთაველის მუზეუმის დაარსება
სთხოვეს.
კონფერენციაზე ,,რუსთაველი და საქართველო" სხვადასხვა უმაღლესი
სასწავლებლების წამყვანი პროფესორები მონაწილეობდნენ.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წამყვანმა მეცნიერ-თანამშრომელმა,
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა მიხეილ ქავთარიამ
„ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერების შესახებ, მოხსენება წაიკითხა.
ხოლო, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული
ფაკულტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის სასწავლო სამეცნიერო ცენტრის
ხელმძღვანელმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ელდარ
მამისთვალიშვილმა ისაუბრა საკითხზე: „შოთა რუსთაველი იერუსალიმის
ჯვრის ქართულ მონასტერში.“
კონფერენცია სექციური მუშაობით გაგრელდა.
კონფერენცია ხაშურის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით და ხაშურის
სამუზეუმო გაერთიანების ორგანიზებით ჩატარდა.
სხდომას საქართველოს პარლამენტის წევრი, ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი
სიმონ ნოზაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი
გურასპაშვილი, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა
შუბითიძე, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე
დავით შემოქმედელი, ხაშურის სამუზეუმო გაერთიანების მმართველის
მოადგილე მურად მთვარელიძე და სხვები ესწრებოდნენ.
სტატიის გამოყენების პირობები