ახალი ამბები
ხაშურში ფოლკლორული კონცერტი გაიმართა
ხაშურის მუნიციპალიტეტის მუსიკალური სკოლის საკონცერტო დარბაზში ანსამბლების „დიდგორის “ და „ნანინას“ ფოლკლორული კონცერტი გაიმართა.

ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტიდან მიაწოდეს.

ქალთა ფოლკლორული ანსამბლი „ნანინა“ 2003 წელს ჩამოყალიბდა."ნანინა" ქართველ ქალთა ტრადიციული სიმღერების მივიწყებულ ვარიანტებს ასრულებს და მათ ახალ სიცოცხლეს ანიჭებს.

ანსამბლის წევრებმა ხაშურის სცენაზე საქართველოს სხვადასხვა კუთხის არაერთი სიმღერა და საგალობელი შეასრულეს;

ფოლკორული ანსამბლი „დიდგორი“, რომელიც 2003 წელს დაფუძნდა, ქართული ხალხური სიმღერის ახალგაზრდა შემსრულებლებლებს აერთიანებს.

ანსამბლი აქტიურად მუშაობს ძველი ჩანაწერების გაცოცხლებაზე. განსაკუთრებით, აღსანიშნავია მათი წვლილი აფხაზური სიმღერების აღდგენის საქმეში.

კონცერტი ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით და განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები