ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, ბებნისის დედათა მონასტერთან
არსებულ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის აღსაზრდელებს სურსათ-სანოვაგე
და სათამაშოები გადასცა.
ინფორმაცია შიდა ქართლის საინფრმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტიდან
მიაწოდეს.
აქცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კვირეულის ფარგლებში
განხორციელდა. ბებნისის ცენტრში რეაბილიტაციას 12 აღსაზრდელი
გადის.
გამგებლის მოადგილემ ნუგზარ დაბრუნდაშვილმა და განათლების, კულტურისა
და სპორტის სამსახურის უფროსმა ვასილ ბაქრაძემ ბავშვების მიერ
შესრულებული ნამუშევრებიც დაათვალიერეს.
სტატიის გამოყენების პირობები