ახალი ამბები
ქორდაში თავისუფალი სტილით მოჭიდავე მოზარდებს შორის პირველობა ჩატარდა
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქორდაში 2003-2005 წლებში დაბადებულ, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ჭაბუკებს შორის, ღია პირველობა ჩატარდა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის სასწავლო უნივერსიტეტის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სპორტული სკოლის ინიციატივითა და გორის უნივერსიტეტის მხარდაჭერით, გნხორციელდა. ტურნირი საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა ხსოვნას მიუძღვნეს.

შეჯიბრი შვიდ წონით კატეგორიაში გაიმართა.

გამოვლინდნენ გამარჯვებულები და პრიზიორები. ისინი მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის დირექტორმა მედლებითა და საპატიო სიგელებით დააჯლიდოვა.

ყველაზე ტექნიკურ მოჭიდავეებს კი სამახსოვრო თასები გადაეცათ.

ტექნიკური ჭიდაობით მსაჯებს თავი გიორგი რომელაშვილმა (26კგ.), სულიკო ჯალაბაძემ (38კგ.), ედვარდ პოღოსიანმა (46კგ.), ავთო მძინარაშვილმა (50კგ.), სოსო არჩუაძემ (54კგ.) დაამახსოვრეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები