ახალი ამბები
გორის თავშესაფრის თანამშრომლებმა ოფიციალური ინფორმაციით 668 ძაღლი დაიჭირეს
გორის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით 668 ძაღლი დაიჭირეს.

ნაწილს კასტრაცია, ხოლო ნაწილს სტერილიზაცია და ვაქცინაცია ჩაუტარდა.

ამის შესახებ იმ ოფიციალურ წერილშია ნათქვამი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმდჯომარეს ზურაბ როსებაშვილს თავშესაფრის დირექტორმა თამარ აფციაურმა 2016 წლის 18 ნოემბერს გაუგზავნა.

ამ წერილის მიხედვით, დაჭერილი ძაღლებიდან ქალაქში უკან გაშვებულია 358 ძაღლი.

სტატისტიკა ასე გამოიყურება:

დაჭერილია - 668 ძაღლი
სტერილიზაცია გაუკეთდა - 177 ძაღლს
კასტრაცია - 185 ძაღლს
ცოფზე ვაქცინაცია - 590 ძაღლს
გაჩუქებულია - 97 ძაღლი
ქალაქში უკან გაშვებულია - 358 ძაღლი
დაღუპულია 195 ძაღლი, მათ შორის, ლეკვებიც.

ამჟამად, თავშესაფარში 117 ძაღლი და 31 ლეკვი იმყოფება. 

,,2015 წლის ბოლოს მერიამ უსასყიდლოდ გადმოგვცა ცეცხლგამძლე სეიფი, აშენდა პატარა ოთახი, სადაც ინახება მედიკამენტები. 2016 წლის მაისიდან მოწვეულ იქნა ვეტექიმები თბილისიდან არტურ ლაგოვსკი და გირგი ჩიკვიტაია, რომლებმაც ჩაატარეს სტერილიზაცია- კასტრაციის ოპერაციები და ჩვენი ვეტექიმები დაატრენინგეს" - აღნიშნულია თავშესაფრის დირექტორის წერილში.

ქალაქის მერიამ თავშესაფრის საქმიანობა შეამოწმა. აუდიტის დასკვნა უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები