ახალი ამბები
გორის გამგებლის მორიგი მემორანდუმი პოლონეთში
პოლონეთში, ვარმინსკო მაზურსკის რეგიონის გუბერნიის ხელმძღვანელობა, ივნისში, გორის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს უმასპინძლებს.

ამის შესახებ 8 დეკემბერს რეგიონის გუბერნიის ხელმძღვანელობასა და გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ მემორანდუმის გაფორმებისას გახდა ცნობილი.

გამგეობის პრეს-სამსახურის ცნობით, 8 დეკემბერს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა პიშის სამხარეო ადმინისტრაციისა და ვარმინსკო მაზურსკის რეგიონის გუბერნიის ხელმძღვანელობასთან მემორანდუმები გააფორმა.

მაზურსკის რეგიონის ხელმძღვანელობამ ბიუჯეტში თანხა გამოყო. ვიცე-გუბრნატორმა ვიოლეტა შლიონსკა ზისკმა აღნიშნა, რომ კონკრეტულ მიმართულებებზე თანამშრომლობა საქართველოში მისი ვიზიტის დროს გადაწყვიტა.

პიშის სამხარეო ადმინისტრაციასა და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის ხელმოწერილ მემორანდუმს წინ, მხარეებს შორის, გორში, 2016 წლის ოქტომბერში დადებული წინასამემორანდუმო შეთანხმება უძღოდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები