ახალი ამბები
ქალაქ გორში „ჟიგულის“ მარკის მძღოლი დააჯარიმეს
ქალაქ გორში „ჟიგულის“ მარკის მძღოლი დააჯარიმეს

მოქალაქეს ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე 0,1 მ3 მუხის, 0,1 მ3 ნეკერჩხლის და 0,3 მ3 ჯაგრცხილას სახეობის საშეშე მერქანი გადაჰქონდა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისდან მიაწოდეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, მოქალაქე აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს შიდა ქართლის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების წარმომადგენლებმა დააჯარიმეს.

შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები