ახალი ამბები
სოფელ მეტეხის ადმინისტრაციულ შენობაში ცეცხლი გაჩნდა
სოფელ მეტეხის ადმინისტრაციულ შენობაში ცეცხლი გაჩნდა.

ამის გამო, სახანძრო სამაშველო ბრიგადები გორიდან და კასპიდან გამოიძახეს.

გორის ბრიგადა სოფელ დოესიდან გააბრუნეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, ცეცხლის ჩაქრობა კასპის ბრიგადამ მოახერხა.

მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოსო მარღიშვილი აცხადებს, რომ ცეცხლი საკვამურში აზბესტის მილს გაუჩნდა.

,,თავის დაზღვევის მიზნით, სახანძრო სამაშველო სამსახურები გამოვიძახეთ. ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოხერხდა. დოკუმენტაცია გადარჩა" - აცხადებს სოსო მარღიშვილი.

ადმინისტრაციული შენობის თანამშრომლებმა, ცივი ამინდის გამო, ღუმელში ხმელი შეშა გამოიყენეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები