ახალი ამბები
პოლონეთში გორის გამგეობის დელეგაციას წყალ-კანალიზაციის პროექტი აჩუქეს
გორის მუნიციპალიტეტის გამგებელს პოლონეთში წყალ-კანალიზაციის სისტემის პროექტი გადასცეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, პროექტი ევროსტანდარტების თანამედროვე სისტემას წარმოადგენს, რომლის განხორციელებას, პოლონეთში ვიზიტად მყოფი გამგებელი გორის რაიონში აპირებს.

პროექტი, ქალაქ რაჩიეჰოვიცას გამგებლის ორგანიზებით, გორის რაიონის გამგეობის დელეგაციას გუშინ გააცნეს.

,,პარალელურად, რაჩიეჰოვიცასთან გაფორმებული წინასამემორანდუმო ხელშეკრულების ფარგლებში, მიმდინარეობს პროცედურების გავლა გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღნიშნული პროექტის დასაფინანსებლად." - აცხადებს პრეს-სამსახურის წარმომადგენელი ნათია მდინარაძე.

გორის მუნიციპალიტეტის დელეგაციის ვიზიტს აქტიურად აშუქებენ ადგილობრივი მედია საშუალებები
Print

სტატიის გამოყენების პირობები