ხაშურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საახალწლო საჩუქრები
მიიტანეს.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის
გამგეობიდან აცნობეს.
ბაღების წარმომადგენლებს ნაძვის ხის მოსართავები, საახალწლო
აქსესუარები და დეკორაციების შესაქმნელი ნივთები გადასცეს.
ყველა საბავშვო ბაღში ნაძვის ხე უკვე მორთეს და ბავშვები ზეიმებისთვის
ემზადებიან.
პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, პატარებს კიდევ ერთი სურპრიზი
ელოდებათ, ზეიმების შემდეგ აღსაზრდელები საჩუქრად ტკბილეულს და
სათამაშოებს მიიღებენ.
,,ხაშურის მუნიციპალიტეტში არსებულ ცამეტივე საბავშვო ბაღის
წინასაახალწლო განწყობაზე ხაშურის მუნიციპალიტეტმა და პირადად,
გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა, გამგებლის წარმომადგენელმა ქალაქ
ხაშურის ადმინისტრაციულ ერთეულში თეა ხარშილაძემ და „სკოლამდელი
აღზრდის დაწესებულებების-საბავშვო ბაღების გაერთიანების“
ხელმძღვანელმა დავით ნოზაძემ იზრუნეს." - აცხადებენ პრეს-სამსახურში.
სტატიის გამოყენების პირობები