ახალი ამბები
ხაშურის ბიბლიოთეკაში ანა კალანდაძის საიუბილეო საღამო გაიმართა
პოეტის ანა კალანდაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში 15 დეკემბერს გაიმართა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

სამკვითხველო დარბაზში ჩატარებულ ღონისძიებაზე მონაწილეობა საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს.

მათ პოეტის შემოქმედებიდან ლექსები წაიკითხეს. მაგიდებზე და თაროებზე კი, სხვადასხვა დროს გამოცემული ანა კალანდაძის წიგნები გამოფინეს.

,,ბიბლიოთეკის თანამშრომელმა ელენე ლაბაძემ წარადგინა გამოფენილი ლიტერატურის ბიბლიოგრაფიული მიმოხილვა, ბიბლიოთეკის მოხალიემ - ნინო შუბითიძემ ისაუბრა პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, ქალბატონმა ნანი ლაბაძემ კი შეაჯამა ღონისძიება და ურჩია მოსწავლეებს, რომ მიიღონ მონაწილეობა მსგავს ღონისძიებებში" - აცხადებენ პრეს-სამსახურში.

ანა კალანდაძე დაიბადა 1924 წელს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში და გარდაიცვალა 2008 წლის 11 მარტს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები