ახალი ამბები
უფლისციხესთან ორი მეთევზე დააჯარიმეს
უფლისციხეში ორი მოქალაქე უკანონო თევზჭერის ფაქტზე დააჯარიმეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ღონისძიება დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს შიდა ქართლის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების წარმომადგენლებმა ჩაატარეს.

,,მოქალაქეები უფლისციხის მიმდებარედ მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე თევზმახის (საბურავის) საშუალებით თევზაობდნენ, რითაცთევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტი დაარღვიეს" - აღნიშნავენ პრეს-სამსახურში.

მოქალაქეებს მოპოვებული ჰქონდათ 1,5კგ თევზი. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.



Print

სტატიის გამოყენების პირობები