ცხინვალის მოსახლეობამ მიწისძვრის ბიძგები იგრძნო.
ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო მთავრობის საგანგებო სიტუაციების
სამსახურის პრეს-სამსახური ავრცელებს.
ოსური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ცხინვალში მიწისძვრა 12:30
წუთზე დაფიქსირდა.
,,იმის გამო, რომ შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა არ გვაქვს,
ბიძგების სიმძლავრე ვერ დადგინა" - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების
სამსახურის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
შეგახსნებეთ, საქართველოში დღეს 3,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა
მოხდა. სეისმოლოგების ცნობით, ეპიცენტრი გორში იყო.
სტატიის გამოყენების პირობები