ახალი ამბები
ახალდაბაში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო აღმოაჩინეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო აღმოაჩინეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ღონისძიება დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს შიდა ქართლის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების წარმომადგენლებმა ჩაატარეს.

,,საცხოვრებელი სახლის ეზოში, მოქალაქეს მოწყობილი ჰქონდა მრგვალი ხე-ტყის (მორის) გადამამუშავებელი ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი დანადგარი.“ - აღნიშავენ პრეს-სამსახურში.

შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესაბამისი ოქმი.





Print

სტატიის გამოყენების პირობები