ახალი ამბები
შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაცია ახალ შენობაში განთავსდა
შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ახალ შენობაში განთავსდა.

გუბერნატორი და მისი აპარატის თანამშრომლები ჭალის დასახლებაში, ფერაძის ქუჩაზე მდებარე სამსართულიანი შენობის მესამე სართულზე გადავიდნენ.

მანამდე გუბერნატორის ადმინისტრაცია ქალაქის ცენტრში მთავარ მოედანზე მდებარე ადმინისტრაციულ შენობაში ფუნქციონირებდა.

მთავარ მოედანზე გორის მერიის ოფისიღა დარჩა.

ჭალის დასახლებაში მდებარე სამსართულიანი შუშის კორპუსი 2011 წელს დევნილთა სამინისტროს განთავსების მიზნით აშენდა. ამ შენობაში გორის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებიც მუშაობენ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები