საბავშვო ბაღში უკოფეინო ყავის გამოყენების გამო დირექტორი განმარტებას აკეთებს
20:23 / 16.12.2016
ქალაქ გორის მე-10 საბავშვო ბაღში აღსაზრდელებს, კვირაში ერთხელ,
უკოფეინო ყავას ასმევენ.
სოციალურ ქსელში ერთერთმა მოქალაქემ კითხვა დასვა - მიზანშეწონილია თუ
არა ამ საბავშვო ბაღში აღსაზრდელის მიყვანა.
თემით გორის მერიის განათლების განყოფილების გამგე ნინო ბერიანიძე და
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტები დაინტერესდნენ.
გაირკვა, რომ აღნიშნულ საბავშვო ბაღში ბავშვებს რძიან ყავას 30 წელზე
მეტია ასმევენ.
ამის საილუსტრაციოდ ბაღის გამგემ ბავშვთა კვებისთვის დადგენილი, ჯერ
კიდევ, კომუნისტების პერიოდში მიღებული მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო
წარმოადგინა.
ამ სახელმძღვანელოს მიხედვით, ბავშვისთვის კვირაში ერთხელ 100
გრამიდან 200 გრამამდე ყავაა რეკომენდირებული.
ყავას მე-10 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები რძესთან ერთად იღებენ. ლია
ჭონიშვილის თქმით, ფინანსური სახსრების სიმწირის გათვალისწინებით,
ბავშვებისთვის ნორმის ნახევარს იყენებენ.
სტატიის გამოყენების პირობები