ისტორიულ მუზეუმ-ნაკრძალ უფლისციხესთან მისასვლელი გზა მოყინულია.
ტექნიკური მარილი ე.წ. აზნეთის დასახლებიდან ციხე-ქალაქამდე საერთოდ
არაა დაყრილი.
ინტენსიური თოვლისა და დაბალი ტემპეტატურის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე
გზა ლიპ-ყინულიანი გახდა.
დაახლოებით 8 კმ-იან მონაკვეთზე ორი სოფელი - უფლისციხე და ქვახვრელი
მდებარეობს. ავტომობილებს გადაადგილება უჭირს.
ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო
#1"-ის სპეცტექნიკა ამ დრომდე არ გამოჩენილა.
ფოტოები გადაღებულია 18.12.2016
სტატიის გამოყენების პირობები